აფგან მუხთარლისთან "წითელი ჯვარი" არ შეუშვეს - ადვოკატმა საქმის ახალ დეტალებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
სამართალი - 19:23, 03 Jun, 2017     2143
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატმა „ადამიანის უფლებათა სახლში" ბრიფინგი გამართა და საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისში 3-მა პირმა გაიტაცა, რომელთაგან ორს ძალოვანი უწყების ფორმა ეცვა, ერთი კი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული.

„სახლშ მიდიოდა. დაშგინ აგარარლის ტელეფონიდან დარეკა სახლში და ცოლს ჰკითხა, რამე ხომ არ უნდოდა. წავიდა მაღაზიაში, პურის საყიდლად, შემდეგ დაადგა სახლის გზას. ჭონქაძის ქუჩასთან ოპელის მარკის მანქანა გაჩერდა და სამი ადამიანი გადმოვიდა, რომელთაგან 2 პოლიციის ფორმაში იყო, ერთი - სამოქალაქო ტანსაცმელში. გადმოვიდნენ მანქანიდან და აიძულეს მქნაქანაში ჩამჯდარიყო" - თქვა ნემატ ქარიმლიმ.

მისი თქმით, მუხთარლის სცემეს, რისი შედეგიც მას სხეულზე აღენიშნება. მისი თქმით, ჟურნალისტმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რაც დამატებით ცემით დასრულდა.

ადვოკატი განმარტავს, რომ აზერბაიჯანში გადასვლამდე პირებმა, რომელთაგან რამდენიმე ქართულად საუბრობდა, ავტომობილი სამჯერ გამოიცვალეს.

ადვოკატი მოითხოვს, ჟურნალისტის საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს.

ადვოკატის თქმით ის ჯვრის ბაქოს ოფისს დაუკავშირდა თუმცა, ამ ორგანიზაციის წევრებმა ბიუროკრატიული მიზეზების გამო მუხთარლისთან შესვლა ვერ შეძლეს.

„დავუკავშირდი წითელი ჯვრის ბაქოს ოფისს და ეს ინფორმაცია შევატყობინეთ. მათი მხრიდან იყო მცდელობა აფგან მუხთარლისთან შესვლის, მაგრამ რაღაც ბიუროკრატიული მიზეზებით არ დაუშვეს მასთან წითელი ჯვარი. აქედან გამომდინარე მის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ საგანგაშოა“- განაცხადა ადვოკატმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ოჯახმა 29 მაისს განაცხადა, რომ მუხტარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხტარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა. თუმცა სხვა ვერსია აქვს ჟურნალისტის ოჯახს როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42