დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავება - ჩაბუქის ოჯახი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
სამართალი - 15:44, 30 May, 2017     2652
თურქული მხარის მოთხოვნით, საქართველოში დაკავებული დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები და ოჯახი ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებას ითხოვს.

როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, ლტოლვილის სტატუსი ჩაბუქის ექსტრადირების პროცესს შეაჩერებს.

ადვოკატების თქმით, ჩაბუქის ტერორიზმთან კავშირი აბსურდია. ბარათაშვილის განცხადებით, საქმეში ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

"ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ბრალდების თანახმად, დანაშაული მოხდა 2017 წლის თებერვალში და ბატონ ჩაბუქს არ ედება ბრალი არანაირ გადატრიალებაში. თურქული მხარის თვალსაზრისით დანაშაული დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა საქართველოში. ბრალის თანახმად, ჩაბუქს კავშირი ჰქონდა ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიასთან. როგორ არის ეს საკითხი თურქეთთან კავშირში და რა საფუძვლით ითხოვენ ექსტრადიციას, ეს არის სრულიად აუხსნელი და გაუგებარი.

მივმართავთ ყველა ხერხს, რომ არ მოხდეს ექსტრადიცია, ვინაიდან, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და ხელისუფლების ღირსებას. თუ უდანაშაულო ადამიანს გავწირავთ წამებისადა არაადამიანური მოპყრობისთვის, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი", - განაცხადა ბარათაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებას დახმარების იმედი აქვს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლეს. თუბა ჩაბუქმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იმედი გავქვს, რომ საქართველო ლტოლვილის სტატუსს მოგვანიჭებს. წლების განმავლობაში საქართველოში ვცხოვრობთ და ნამდვილად არ გაგვიჭირდება ცხოვრების აქ გაგრძელება. უნდა შევიტანოთ თავშესაფრის მოცემაზე განაცხადი და იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა უარს არ გვეტყვის" - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

ჩაბუქის საქმის ირგვლის Amnesty International - იც ავრცელებს განცხადებას. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ თურქეთში ჩაბუქი, შესაძლოა, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ადამიანის უფლებათა სხვა სერიოზული დარღვევების მსხვერპლი გახდეს. ამიტომ Amnesty International მოუწოდებს საქართველოს, დაკავებული თურქეთს არ გადასცეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელის თამთა მიქელაძის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში დაუშვებელია გამომდინარე იქედან, რომ ეს დაარღვევს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რადგან ჩაბუქი თურქეთში წამებსა და არაადამიანური მოპყრობის, პოლიტიკური დევნის მსხვერპლი შეიძლება გახდეს.

„მოცემულ საქმეს აქვს პოლიტიკური განზომილება, რადგან მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები ეწვივნენ. სისხლის სამართლის საქმის მასალებს გავეცანით და საქმე აშკარად დაუსაბუთებელია. საქმეში პირდაპირ არის მითითებული, რომ დემირელის კოლეჯი ისევე, როგორც ის ორგანიზაცია, რომლისთვისაც წილების მიყიდვა უნდა განხორციელებულიყო, არის ტერორისტული ორგანიზაცია.

რაიმე დასაბუთება ამაზე საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობის მხრიდან საექსტრადოციო პროცედურის დაწყება არის პოლიტიკური ლოიალობა ერდოღანის არადემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ, რომელიც ჩვენი შეფასებით, არის ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების არასწორი გააზრება და მეორე მხრივ, ღია ლოიალობა და პოლიტიკური უპრინციპობა“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. ჩაბუქის დაკავებას წინ საქართველოში თურქეთის პრემიერის ვიხზიტი უძღოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42