„ციანიდის საქმის“ პროკურორის ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით დღევანდელ სხდომაზე სახაზინო ადვიკატმა განაცხადა, რომ საქმის განხილვას უნდა ჩამოცილებოდა, რადგანაც ბრალდებულს 4 აყვანილი ადვოკატი უკვე ჰყავს.
თუმცა პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი დამატებით სახაზინო ადვოკატებს საჭიროებდა.
წიკლაურის შეფასებით, დეკანოზმა განცხადება დღევანდელი სხდომის კიდევ ერთხელ გადადების მოტივით გააკეთა.
"ბრალდებულმა კიდევ ერთხელ საქმის განხილვის გაჭიანურების შანსი ხელიდან არ გაუშვა. მას ნორმალური მართლმსაჯულება არ უნდა, რადგან კარგად იცის, რომ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მისი ბრალეულობა დადასტურდება და გიორგი მამალაძე ყველანაირი გზით ცდილობს თავი აარიდოს მართლმსაჯულებას, პროცესი გააჭიანუროს. წინა სხდომა მან ჩაშალა, როდესაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დღეს ახალი საბაბი გამოიყენა და ახალი ადვოკატების ჩართვის საბაბით საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადადო“, - განუცხადა მედიას ჯარჯი წიკლაურმა.
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა 9 ივნისამდე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი საქმეში სახაზინო ადვოკატების დატოვება გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






