"პროკურატურას უნდობლობას ვუცხადებთ, ობიექტურ გამოძიებას და ექსჰუმაციას ვითხოვთ"- ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები
სამართალი - 12:17, 30 May, 2017     4515
2 წლის წინ ქობულეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების მშობლები პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტრაგიკულად გარდაცვლილთა მშობლებმა განაცხადეს, ისინი მომხდარის ხელახალ გამოძიებას, მათ შორის, ცხედრების ექსჰუმაციას ითხოვენ.

ამასთან მათი თქმით, არ სჯერათ ვერსიის, რომლის მიხედვითაც სასტუმროს ერთ-ერთმა მფლობელმა ზაზა ართმელიძემ თავი საკუთრი გადაწყვეტილებით მოიკლა.

„არადამაჯერებელია ჩვენთვის ამ ადამიანის თვითმკვლელობა. ადამიანმა თითქმის მილიონ-ნახევრიანი ქონება დაკარგა, 3 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა დაატყდეს ადამიანს?! რატომ მაშინ არ მოიკლა თავი? იძლებული გახადეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს“, - აცხადებენ მშობლები.

რაც შეეხება უშუალოდ მოზარდების გარდაცვალების საქმის გამოძიებას, მშობლები ირწმუნებიან, რომ სამართალდამცველები ხელს აფარებენ პედაგოგებს, ვინც ბავშვების მიმართ უყურადღებობა გამოიჩინეს.

„უნდობლობას ვუცხადებთ აჭარის პროკურატურას და სასამართლოს. მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ვთხოვთ, სამი დღის განმავლობაში მიგვიღოს და ექსჰუმაციიდან დაწყებული, თავიდან გამოიძიონ ეს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახთან ერთად პროკურატურასთან შიმშილობას დავიწყებ“, - განაცხადა ხანძრის შედეგად დაღუპული თორნიკე ხვიჩიას მამამ ელგუჯა ხვიჩიამ.

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელიძე გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებ, რომ 2015 წელს 10 მაისს, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ზაზა ა-ს კუთვნილ, ე.წ. „ხასანას“ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.

ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული-2-ის“ წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა.

ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის, 30 მოზარდი, გამოიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის კერა მდებარეობდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42