კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ცერცვაძის გადაწყვეტილება სასამართლოში მიმდინარე დავაზე მის გავლენას ვერ შეამსუბუქებს.
„ეს, დიდი ალბათობით, ჩვენი კომპანიისთვის არაფერს არ შეცვლის, მოგეხსენებათ, ის არის იუსტიციის სკოლის დირექტორიც, ანუ მთელი მოსამართლეები მის ხელში არის გამოვლილი. ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქვს კავშირები და არ ველოდებით, რომ დიდად რამე ეჭვი შეიცვლება ჩვენი კომპანიის მხრიდან. პირიქით, ამჯერად შესაძლოა მანდ უფრო ღიად და აშკარად დაიწყოს ჩვენს კომპანიაზე ზეწოლა. იცით ალბათ, რომ ის დაკავშირებული არის ჩვენი კონკურენტი კომპანია iTechnic-თან. სასამართლომ სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით 1 მილიონ 600 ათასით დაგვაყადაღა,“ - განაცხადა iPlus-ის წარმომადგენელმა, კახა სეფაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძე თავად წერს.
გადაწყვეტილება შპს „აიპლიუსისა“ და შპს „აიტექნიკის“ სასამართლო დავას უკავშირდება,
მასალის გამოყენების პირობები






