დემირელის კოლეჯის მენეჯერი ითხოვს, რომ მისი ექსტრადირება თურქეთში არ მოხდეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის განცხადებით, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს. ამის შესახებ ჩაბუქმა სასამართლო პროცესზე განაცხადა:
"15 წელია საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ბოლო 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ერთგულად. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. სამწუხაროდ თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვითხოვ, არ გადამცენ თურქეთს", - აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.
მასალის გამოყენების პირობები






