რა პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს უკანონო ნადირობის, გარემოს დაბინძურების და წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებისთვის
სამართალი - 14:00, 25 May, 2017     1627
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნადირობის წესების დარღვევისათვის მკაცრდება. ნადირობის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და სამართალდამრღვევს მინიმუმ 1 წლის ვადით სანადირო იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართლადარღვევის გამოვლენისას ადგილზე სამართალდამრღვევის დაჯარიმება მოახდინონ (იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს ხელმოწერით);

ნარჩენების მართვის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების თანამშრომლებს მიენიჭებათ უფლებამოსილება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ადგილზე დააჯარიმონ სამართალდამრღვევი.იმ შემთხვევაში თუ ადგილზე დაჯარიმება არ მოხდება საჯარიმო ქვითარი ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გაეგზავნება.

მკაცრდება პასუხისმგებლობა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებაზე, უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებული იქნება სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული მყარი წიაღისეულის კონფისკაცია. მყარი სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებითი ჩამოერთმევა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ თუ პირი 1 წლის განმავლობაში კვლავ მოიპივებს წიაღისეულს სათანადო ლიცენზიის გარეშე, მას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს ფუნქციონირებისათვისაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42