"დარწმუნებული ვარ, საქართველოში შემოიტანდნენ, რადგან სხვა საქმეებიც აქვთ საქართველოში შემოტანილი, რაიმე სამართლებრივი საფუძველი რომ ჰქონოდა. რასელ ხაიმაში, ცხადია, უფრო მარტივი იყო ამ სახკითხზე გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა ქეთევან ქვარცხავამ.
საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძე ერთ-ერთია, ვისაც გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით პირებმა, რომელბიც საქმეში ფიგურირებენ დაზარალებულ კომპანიას მითვისებული თანხები უნდა დაუბრუნონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ჰატერ მასადს 12 მილიონ 800 ათასის, ჯანაშიას 4 მილიონ 400 ათასი დოლარის დაბრუნება დაეკისრა. საქმე ეხება ფოთის პორტსა და კომპანია რაკიას შორის შეთანხმების გაფორმებას, შემდეგ მის ანულირებას. შედეგად კომპანია სერიოზულად დაზარალდა.
მასალის გამოყენების პირობები






