ულიცენზიო ექიმები და 2 გარდაცვლილი პაციენტი - კლინიკა ,,ლანცეტის“ დირექტორი ბრალს არ აღიარებს
სამართალი - 15:39, 23 May, 2017     2884
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულის ადვოკატი მიხეილ ოთარაშვილი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხრიდან თანხის მითვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

"წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, მას თაღლითობას ედავებიან, თუმცა პაციენტების მიერ გადახდილი ფული შესულია ოფიციალურად ბუღალტერიის მეშვეობით, შემოსავლებში. შემომტანზე გაცემულია შესაბამისი ქვითარი, გადახდილია მოგების გადასახადი, აქ კანონის დარღვევა სად არის?! - რომელ მითვისებაზეა საუბარი. მეორე ეპიზოდს რაც შეეხება, - თაღლითობის მცდელობას, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, თანხა არ იყო გადახდილი, ამბობენ მიღების შემთხვევაში მიითვისებდაო და ეს ხომ ოპერაციის შედეგად მიღებული თანხაა და არა გამოძალვა "- განაცხადა ოთარაშვილმა.

ოპერაციის ჩამტარებელი მოწვეული ექიმის ლიცენზიას, საკითხს რაც შეეხება დაკავებულის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მოწვეული ექიმის ლიცენზიას ვადა მართლაც გასული ჰქონდა, თუმცა ადვოკატი პროცესის გაჭიანურებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"თავის დროზე მათ მიმართ ერთწლიანი ვადა გაცემული იყო, დეკემბერში ვადა გაუვიდათ, სწორედ ამ პერიოდში იქნა პაციენტები შემოყვანილნი, კლინიკა ლიცენზიის გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. პაციენტების მდგომარეობა დამძიმდა, სასწრაფო ოპერაციული ჩარევის გარეშე დადგებოდა მძიმე შედეგი, პრინციპში ოპერაციის შედეგიც მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ პაციენტს გადარჩენის შანსი სასწრაფო ოპერაციით ეძლეოდა. ამ შემთხვევაში მთავარმა ექიმმა და მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ შესაბამისი ოპერაცია. ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით კლინიკის დირექტორი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ადვოკატი.

პროკურატურამ კლინიკა ლანცეტის დირექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკვა სამედიცინო დაწესებულება შპს ლანცეტის დირექტორი.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42