,,საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“ - ფარცხალაძის ადვოკატი თორდიას დასკვნას სიცრუეს უწოდებს
სამართალი - 12:27, 23 May, 2017     1350

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები აუდიტის სამსახურს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ადვოკატების თქმით, აუდიტის სამსახურმა აუდიტორთა ეთიკის მე-8 მუხლი დაარღვია, აუდიტის შედეგები საჯარო შემაჯამებელი დოკუმენტის შემუშავებამდე გახადა.

„სახელმწიფო აუდიტორის და მისი მოადგილის გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც, აუდიტორი ვალდებულია აუდიტის შედეგები არ გახადოს საჯარო, აუდიტის შედეგების შემაჯამებელი შესაბამისი დოკუმენტის შედგენამდე.

ჩვენს შემთხვევაში, არა თუ შემაჯამებელი დოკუმენტი, არამედ აუდიტორული ანგარიშის პროექტიც არ ყოფილა მომზადებული, რაც ე.წ. შუალედური ინფორმაციის წარმოდგენით, მათი მხრიდან კანონის უხეშ დარღვევაზე მეტყველებს,“ - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, თორდიას სამსახურის მიერ გუშინ გამართული ბრიფინგი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

"გუშინდელი ბრიფინგი იყო მორიგი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნათელი მაგალითი პირადი მიზნებისთვის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებისა. ნათელია ისიც, რომ ბატონი თორდიას მიერ დაანონსებულ დასკვნას საზოგადოება ელოდებოდა დაახლოებით კვირა ნახევარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ არა თუ დასკვნა, არამედ პროექტიც კი არ ყოფილა მომზადებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გუშინდელ ბრიფინგზე მომზადებული ინფომრაცია სახელდახელოდ მოამზადეს,“ - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

საუბარია გუშინ, უწყების მიერ აუდიტის შუალედური დასკვნის გავრცელებაზე, სადაც თბილისის მერიასა და ოთარ ფარცხალაძის კომპანიას შორის მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზეა საუბარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42