ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგის მამალაძის ადვოკატები მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილის გადაწყვეტილებას, დაცვის მხარის დარბაზიდან გაძევების ფაქტს გაასაჩივრებენ.
როგორც "ნიუპოსტს" ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, პარასკევს დანიშნული სხდომა მათ დეკანოზის თხოვნის შემდეგ დატოვეს, მოსამართლემ კი მათი გაძევების ოქმი შეადგინა და დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.
ადვოკატები მამა გიორგი მამალაძეს ციხეში დღესვე მოინახულებენ. ისინი ბრალდებულს კითხავენ, რას ეფუძნება საპატრაირქოს იურისტის ბრალდება, რომ დეკანოზს ესპანეთში კომპანია ჰქონდა, რომლითაც 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია იგეგმებოდა.
საპატრიარქოს იურისტი ირწმუნება, რომ 50 მილიონი ევროს გადმორიცხვას აპირებდა უკრაინის მოქალაქე, მამა გიორგი მამალაძის მიერ ესპანეთში რეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის მეშვეობით საქართველოში.
"ეს დოკუმენტაცია მე არ გამაჩნია, არსებობს ერთერთ სასულიერო პირთან, თუ ის პირი ინებებს, გადაეცემა რა თქმა უნდა, დაინტერესებულ ორგანოებს," - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






