ყველანაირი ჩვენება, საბუთი და ინფორმაცია აქვს გამოძიებას - „ელ ცენტროს“ დირექტორი
სამართალი - 17:10, 20 May, 2017     4147

ღამის კლუბ „ელ ცენტროს“ დირექტორი ილია კაპანაძე ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის 13 მაისს მომხდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ილია კაპანაძემ საზოგადოებრივს განუცხადა, მომხდარის შესახებ, გამოძიებამ „ელ ცენტროს“ თანამშრომლები სრული შემადგენლობით დაკითხა.

მისი თქმით, ინციდენტის ღამეს თავადაც იმყოფებოდა კლუბში, თუმცა „იმდენად ხანმოკლე შემთხვევა იყო“, რომ მომხდარის შესახებ, მედიით შეიტყო.

„გავიგე, რომ პატარა შეკამათება იყო. ვინ იჩხუბა და რა გააკეთეს, მე არ გამიგია. ეს ინციდენტი მასშტაბური არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან დაცვა გვყავს და როდესაც რამე ხდება, მომენტალურად ახდენს რეაგირებას. მე როგორც ვიცი, ინციდენტი რამდენიმე წამის განმავლობაში ხდებოდა და შემდეგ განეიტრალდა სიტუაცია“, - განაცხადა ილია კაპანაძემ.

ის არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, დაწესებულებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების შესახებ.

„დაიკითხა მთელი სამუშაო პერსონალი, გარკვეული ღონისძიება ჩატარდა, რაზეც ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და უმჯობესია, დაელოდოთ გამოძიების შედეგებს. გამოძიება დამიკავშირდა, მთხოვეს და ინციდენტის მომდევნო დღეებში ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიება“, - განაცხადა ილია კაპანაძემ.

შეკითხვაზე, რამდენ ხანში იშლება დაწესებულებაში სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„რაც შეეხება კამერებს, მიმართეთ გამოძიებას. ყველანაირი ჩვენება, საბუთი და ინფორმაცია აქვს გამოძიებას. დანარჩენ ინფორმაციას მიიღებთ გამოძიებისგან“, - განაცხადა ილია კაპანაძემ.

ლაშა თორდიას ინფორმაციით, 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მას თავს დაესხნენ, რაშიც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მონაწილეობდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს ლაშა თორდიაც და ოთარ ფარცხალაძეც.


წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42