მისი თქმით, სახაზინო ადვოკატი იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ საქმეში არ არსებობს არც ერთი კერძო ადვოკატი, დეკანოზს კი 4 ინტერესების დამცველი ჰყავს.
"რა წესით დანიშნეს სახაზინო ადვოკატი?! პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის უკანონობა. ჩვენ არ გვქონდა უფლება, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის კატეგორიული მოთხოვნა, სხდომის დატოვებასთან დაკავშირებით არ გაგვეთვალისწინებინა, ავდექით და გამოვედით, ჩვენი გასვლა კი მოსამართლემ მიიღო ისე რომ გამოგვაძევა. თუ გამოვედით, როგორ გამოგვაძევა და თუ გვაძევებდა რაღას ელოდებოდა, თავიდან რატომ არ გამოგვაძევა?! ძალიან მაინტერესებს მაგათი სტანდარტი, რას ეძახიან სხდომაზე წესრიგის დარღვევას?!"- განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, რა სამართლებრივი რეაგირება ექნებათ ადვოკატებს სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე, დეკანოზისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძემ სხდომის დახურვის შემდეგ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, დეკანოზმა დარბაზის დატოვებამდე ადვოკატებსაც მოუწოდა დაეტოვებინათ სხდომა, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი მამალაძის სამივე ადვოკატმა დატოვა.
სასამართლომ კი დღის ბოლოს გაავრცელა განცხადება, რომ ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






