,,ბექამ შეყვარებულის გამო საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი“ - რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებული შენგელია ჩვენებას ცვლის?
სამართალი - 18:26, 19 May, 2017     14052
ე.წ. კანიბალიზმის საქმის სკანდალური გაგრძელება - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკის მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია ჩვენების შეცვლას აპირებს.

ბრალდებულის ადვოკატი, ლალი ბიწოშვილი „ნიუპოსტთან“ აცადებს, რომ შენგელიამ აღიარებითი ჩვენება შეყვარებულის გადასარჩენად მისცა.

„საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი, რომ შეყვარებული, ნ.ჩ. გადაერჩინა. ეგონა, რომ დაკავებული ციხეს დატოვებდა, თუმცა ამ უკანასკნელს წინა პროცესზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შემდეგი სხდომა 23 მაისს, ბექა შენგელიას და საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის ირმა ყოჩიაშვილის დაკითხვით გაგრძელდება, სადაც ბექა შეცცვლის ჩვენებას“- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 76 წლის ქალის მკვლელობისთვის ბექა შენგელია მარიამ ყოჩიაშვილი და არასრულწლოვანი გოგო სამართალდამცავებმა 4 ნოემბერს დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი გამოძიება შენგელიას ნაცნობს ამ დრომდე ეძებდა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება ორი პირი, რომელთაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის დედა, ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

"ნიუპოსტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ ეს ერთადერთი საქმეა, სადაც კანიბალიზმის ნიშნები იკვეთებოდა. მოგვიანებით სასამართლოზე 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა კანიბალიზმის ფაქტი აღიარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42