ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის მაგალითად მას გადაცემა „არჩევანში“ გასულ სამშაბათს თორდიას მიერ გაკეთებული განცხადება მოიყვანეს, სადაც გენერალურმა აუდიტორმა ეჭვქვეშ დააყენა იმ მოწმეების სანდოობა, რომლებიც ფარცხალაძის ადვოკატებმა გამოკითხეს.
ლაშა თორდია მიიჩნევს, რომ ფარცხალაძის ადვოკატებს სურთ საქმის იმ მიმართულებით წაყვანა, რომ გენერალური აუდიტორი, მუდმივად თავისმართლების პოზიციაში იყოს.
„თურმე ჩემი პასუხი იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელბსაც ასე ცინიკურად ასახელებენ, რომ წამიერი შეხვედრა იყო და არ შეიძლებოდა, ეს დაზიანებები მიმეღო და მივიღე თვითდაზიანება, ჩემი პასუხი ამასთან მიმართებით, რომელიც მე გავაკეთე, თურმე არის მუქარა მათზეც და მოწმეებზეც, სცილდება ყოველგვარ გონივრულ ზღვარს.
თუ იქნება ისეთი ფაქტები, რომ ვიღაცამ ჩვენება მისცა, რომ მე თვითდაზიანება მივიღე და ამაზე ჩვენება აქვს მიცემული, ეს არის ცრუ ჩვენება და ამაზე არის კიდევ ცალკე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფორმები“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მასალის გამოყენების პირობები






