როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მის შესწავლას პროკურატურაში მოითხოვენ.
„მოვუწოდებთ მთავარ აუდიტორს - ამ ატეხილი აჟიოტაჟის მთავარ პერსონას, დროულად გამოაქვეყნოს ის დასკვნა, რომელზეც უკვე დღეებია, რაც მიდის საუბარი, თუმცა დასკვნა არ ქვეყნდება. საზოგადოებისაგან ბატონ ოთარს არაფერი აქვს დასამალი და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, თხოვნით შეისწავლონ დასკვნა და საზოგადებას ამცნონ სრული სიმართლე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბატონი თორდია არ გამოაქვეყნებს დასკვნას, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს ბატონი ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისათვის“, - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა კი „კანონში ჩახედვა ურჩია".
„რაც შეეხება ბატონ თორდიას, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომ თითქოსდა, გამოძიება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსსკ-ის 325-ე ან 353-ე მუხლით, საზოგადოებას ვამცნობთ, რომ ბატონი თორდია არ გახლავთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ან ხელისუფლების წარმომადგენელი და ამ მუხლით გამოძიება ვერ დაკვალიფიცირდებოდა. ვთხოვთ ყველას, განცხადების გაკეთებამდე გადახედონ კანონს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






