ზედამხედველობის სამსახურმა კუებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა
სამართალი - 18:29, 18 May, 2017     2879

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გარეული ცხოველებით ვაჭრობის ფაქტებზე რეაგირება მოახდინეს.

მოქალაქეებს, გარეული ცხოველების, მათ შორის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის გაყიდვის შესახებ განცხადებები, ინტერნეტმაღაზია - mymarket.ge-ზე ჰქონდათ განთავსებული.

დეპარტამენტის თანამშრომლები დაუკავშირდნენ აღნიშნულ მოქალაქეებს, რომელთაგან ორი არასრულწლოვანი აღმოჩნდა. ვინაიდან მათ მიმართ ვერ გატარდებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები, არასრულწლოვანებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება და მიეცათ სიტყვიერი გაფრთხილება. დეპარტამენტის ინსპექტორებმა დატყვევებული ცხოველები (რეპტილიები) საარსებო გარემოში დააბრუნეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ერთი მოქალაქის მიმართ შედგა, რომელიც mymarket.ge-ზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობას - ხმელთაშუაზღვეთის კუს ჰყიდდა. ინსპექტორებმა მას ჩამოართვეს ცხოველი და დროებით, საქმის განხილვამდე, ზოოპარკს მიაბარეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რაც წითელი ნუსხით დაცული სახეობებით ვაჭრობაზე სანქციას გულისხმობს, ითვალისწინებს საჯარიმო თანხას 150-დან 850 ლარამდე.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ვებგვერდ www.mymarket.ge-ის შორის გაფორმებულია წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ცხოველებითა და დერივატებით ვაჭრობის კატეგორიაში განცხადების გამოქვეყნებამდე, მომხმარებელი ვალდებულია მონიშნოს შემდეგი გრაფა - „ვეთანხმები გარეული ცხოველით ვაჭრობის აკრძალვის წესებს“. აღნიშნული ფუნქცია ემსახურება გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციასა და გამოვლენას. ინფორმაცია მოიცავს საჯარიმო სანქციების ოდენობის შესახებ გაფრთხილებასაც, შესაბამისად პირი ინფორმირებულია მოსალოდნელი შედეგების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42