რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც თამბაქოს მოხმარების წესს დაარღვევს
სამართალი - 12:11, 18 May, 2017     30217

”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები 85 ხმით ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებმა გუშინ მესამე მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს.

ფულადი სანქციები

მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნის, ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ამ ადგილებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა ან მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 20 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია დაწესებულებასა და სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ამგვარი ნაწარმის რეალიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას - 400 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია 18 წლამდე პირზე, გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) ინტერნეტით ან ფოსტით, გამოიწვევს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით;

კანონმდებლობით დადგენილი წესით, თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, გამოიწვევს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადია ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შეფუთვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შეფუთვით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით;

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით;

საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა მიერ გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა და ჯარიმები

იმ შენობა-ნაგებობაში ან/და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა და სადაც მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას - 1 000 ლარის ოდენობით;

ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებას წარმოადგენს გამოიწვევს დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით;

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით;

18 წლამდე პირის ჩამბა თამბაქოს ინდუსტრიაში, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით. განმეოებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით.“;

ტელემარკეტინგი, მოხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, ან თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42