ირმა ჭკადუა ბრალდებულის 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.
„როგორც ბრალდებული აცხადებს, მას ნარკოტიკი საერთოდ თვალით არ უნახავს. გამომდინარე აქედან, ჩადების ფაქტიც მას არ უნახავს და უწოდებს ამ ყველაფერს აბსურდს. სამწუხაროდ, სასამართლო პრაქტიკა ჩამოყალიბდა ამდაგვარად, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, როგორც წესი, იყენებენ მხოლოდ საპატიმრო აღმკვეთ ღონისძიებას. ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
თორნიკე კაჭარავამ გუშინ გამართულ სასამართლოზე განაცხადა, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს. ამასთან, მისი მტკიცებით დაკავებისას მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თორნიკე კაჭარავას გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება.
როგორც ,,ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ცნობისთვის, განცხადება რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ანა მარგველაშვილმა განცხადება გადაცემა არჩევანში 21 მარტს გააკეთა. პრეზიდენტის შვილი ამბობდა, რომ კაჭარავა დაჭერის საშიშროების გამო სახლიდან არ გამოდიოდა.
მასალის გამოყენების პირობები






