თბილისის საქალაქო სასამართლომ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო. არგუმენტად გამოძიების მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის საფრთხე დასახელდა.
პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობრის საქმეზე სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, თავად დაცვის მხარემ კი ალტერნატივად სასამართლოს გირაო სთავაზობდა. პროცესზე ბრალდებულმა დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრა. თუმცა მოსამართლის განცხადებით კაჭარავას, სამართალდამცავების მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასა და მუქარაზე შენიშვნა დაკითხვის ოქმში არ დაუფიქსირებია.
წინასასამართლო სხდომა 26 ივნისს ჩაინიშნა. გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






