ფეხსაცმელების გახდა დამიწყეს... ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა - პრეზიდენტის შვილის მეგობარი
სამართალი - 18:03, 17 May, 2017     3696
საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარმა თორნიკე კაჭარავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

კაჭარავა აცხადებს, რომ მისთვის თავდაპირველად იარაღის ჩადება უნდოდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

„შსს-ში როცა მიმიყვანეს, მითხრეს სახელმწიფოსთან ბრძოლაში ვერ მოიგებო”- აცხადებს ბრალდებული.

მისი თქმით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები არავის წარუდგენია. სასამართლო სხდომაზე, ანა მარგველაშვილის მეგობარმა კონკრეტული პოლიციელის სახელი დაასახელა და თქვა, რომ დავით კიკნაძის მხრიდან დაკავებამდე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მასზე ზეწოლას.

"საავადმყოფოში ანალიზების გასაკეთებლად ვიყავი. გარეთ რომ გავედი, დავით კიკნაძე შემხვდა. შემდეგ რამდენიმე ადამიანი მომეპარა და დამაგდეს ძირს. მითხრა კიკნაძემ - კაჭარავა დაწექი ძირს, იარაღს ინახავო. მივხვდი, რომ იარაღის ჩადებას აპირებდნენ და ვუთხარი, არავითარი იარაღი არ მაქვს, საავადმყოფოში ვიყავი, სადაც წელს ზემოთ გახდილი მქონდა და შანსი არაა იარაღი მქონდესთქო. ამის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და რამდენიმე ქუჩის მოშორებით გადამიყვანეს. როცა გაჩერდა მანქანა, ცოტა ხანი ზოგად თემებზე მელაპარაკებოდნენ, შემდეგ კი ერთ ფეხზე ფეხსაცმლის გახდა დამიწყეს იძულების წესით. ამ დროს ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა" - განაცხადა კაჭარავამ.

თორნიკე კაჭარავას გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება.

როგორც ,,ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის კაჭარავა გუშინ დააკავეს. განცხადება რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ანა მარგველაშვილმა განცხადება გადაცემა არჩევანში 21 მარტს გააკეთა. პრეზიდენტის შვილი ამბობდა, რომ კაჭარავა დაჭერის საშიშროების გამო სახლიდან არ გამოდიოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42