დასტურდება, რომ აგრესიის ინიციატორი არა ოთარ ფარცხალაძე, არამედ ლაშა თორდია იყო - ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატები
სამართალი - 12:11, 16 May, 2017     17873
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფირცხალაძის ადვოკატების განცხადებით, ფარცხალაძის მიმართ აგრესია თავად ლაშა თორდიამ გამოიჩინა.
როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ფარცხალაძის ადვოკატებმა აღნიშნეს, გენერალური აუდიტორის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და ამას მტკიცებულებების სახით შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის ოქმებიც ადასტურებს.

"ერთ-ერთი თვითმხილველი პირის ჩვენების ციტირებით, ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა მოხდა რეალურად 2017 წლის 12-13 მაისს კაფე-ბარ ელ ცენტროში, რა ინციდენტის მომსწრე გახდა, გამოკითხული პირი განმარტავს, რომ ის, რაც მან ნახა საკუთარი თვალით, მას ინციდენტსაც ვერ უწოდებს, რადგან ყველაფერი დაიწყო და გრძელდებოდა რამდენიმე წამის განმავლობაში ისე, რომ აღნიშნულ ინციდენტში ბატონ ოთარ ფარცხალაძეს მონაწილეობა არც კი მიუღია,“ - განაცხადა ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა.

ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ გენერალური აუდიტორი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რაც დასტურდება იმით, რომ მასზე თავდასხმას არა ათი პირი ახდენდა, არამედ მასზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.

უფლებადამცველებმა ოქმები დღეს ჟურნალისტებს წარუდგინეს.

ადვოკატების განცხადებით, ადგილზე მყოფი პირები, მათ შორის კაფე ”ელ ცენტროს” თანამშრომლები, ადასტურებენ, რომ არავითარ მასშტაბურ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

მათივე თქმით, ლაშა თორდიას მხიდან წამოსული აგრესია ფირცხალაძის პირადი დაცვის მიერ განეიტრალდა, რომელიც ადეკვატურად და პროპორციულად იყო გამოყენებული.
ფარცხალაძის ადვოკატები ინტერესდებიან, რატომ არ გამოიძახა გენერალურმა აუდიტორმა სამართალდამცველები და რატომ დარჩა კაფე „ელ ცენტროში“.

მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი ეჭვს იწვევს, რომ თორდიას პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა.

”შესაბამისად ამ მტკიცებულებნებით სახეზე გვაქვს რომ ოთარ ფარცხალაძე არის ლაშა თორდიას მიერ პროვოცირების მცდელობის მსხვერპლი”, - განაცხადა ფარცალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

თორდიას ფიზიკურად 13 მაისს გაუსწორდნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

თორდიას მტკიცებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა თავს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42