"პირადი ცხოვრების ამსახველი მიმოწერაა, წერილში გარდაცვლილზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა” - ადვოკატი ბაბუას მკვლელობის საქმეზე
სამართალი - 19:04, 13 May, 2017     13741
77 წლი მოხუცის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულების ადვოკატი ბონდო ბათიაშვილი აცხადებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან თანხვედრაში არ არის.

მისი თქმით, "პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებს სახლში 200 000 დოლარი ეგულებოდათ, ამ დროს კი ედავებიან, უნივერსიტეტის სწავლის საფასურის 335 ლარის წაღებას".

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები ადვოკატის გარეშე დაიკითხნენ.

”ბრალდებულები ადვოკატის გარეშე დაიკითხნენ და აღიარეს დანაშაული, მაგრამ საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში, მათი ჩვენება ვერ მოდის თანხვედრაში. ჩვენებაში ბრალდებულები აცხადებენ, რომ იყვნენ პაპასთან ასულები, სულ სხვა სიტუაციასა და გარემოებაში, აღნიშნავენ, რომ მათ მკვლელობა არ ჰქონდათ დაგეგმილი. მათი იქ ყოფნის პერიოდში მოხდა თუ არა მკვლელობა, ეგ გამოძიებით არ არის დადგენილი"- განაცხადა გიორგი გვარამიას ადვოკატმა.

მისივე თქმით, მტკიცებულებებით არ მკვლელობის წინასწარ განზრახვაც არ სჩანს.

"პროკურატურამ წარმოადგინა წერილობით სახით მტკიცებულება, რომ თითქოსდა წინასწარ ჰქონდათ განზრახული მკვლელობა. აღნიშნული მტკიცებულებით საერთოდ არ ირკვევა, რომ ვიღაცის მოკვლა სურდათ და მკვლელობა იგეგმებოდა. წერილის შინაარსთან დაკავშირებით ვერ გესაუბრებით, ეს არის პირადი ცხოვრების ამსახველი მიმოწერა, თუმცა ამ წერილში გარდაცვლილზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა”, - განაცხადა ბონდო ბათიაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, 77 წლის მამაკაცს შვილიშვილმა და მისმა მეგობარმა ბიჭმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, ბინაში კი, კვალის დაფარვის მიზნით, ხანძარი გააჩინეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოლექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივად ანგარება სახელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42