გვენეტაძის თქმით, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო სისტემასთან:
„კოალიცია მჭიდროდ თანამშრომლობს სასამართლო სისტემასთან. საბჭო იწვევს მესამე სექტორს და ჩვენ ვცდილობთ რეკომენდაციების გათვალისწინებას. საქმიანი დიალოგი აუცილებლად გადაინაცვლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც შეხება სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს - ვფიქრობ, სამომავლოდ მართლმსაჯულების სრულყოფის დოკუმენტის მიღება დაეხმარება ამ პრობლემების აღმოფხვრას და ამაში არასამთავრობოთა კოალიციასაც დიდი როლი აქვს. ჩვენ განხილული გვაქვს ყველა ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ შენიშვნა. რეფორმის მესამე ტალღის შედეგად, საქმეთა ელექტრონულად გადანაწილება მესამე სექტორის მონაწილეობით შემუშავდა. ამის ამოქმედებას წინ აღარაფერი უდგას, წლის ბოლომდე საერთო სასამართლო სისტემაში დაინერგება“, - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






