"ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა"- შსს
სამართალი - 16:21, 09 May, 2017     1909

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 დღის მანძილზე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა "ღამის მგლების" ჯგუფის 100-ზე მეტ წევრს.


უწყების ცნობით, ე.წ. ღამის მგლების ჯგუფის წევრები საქართველოში ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდნენ.


"ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის. აღნიშნულ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული (დაახლოებით, 2-3) ბაიკერი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს „ღამის მგლების“ არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ.
შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების - „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს"- აცხადებენ შს სამინისტროში.


"ღამის მგლების" რამდენიმე წევრი საქართველოში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა. 2 მათგანი დღეს ვაკის პარკში იმყოფებოდა. მათი თქმით, ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42