დაკავებული 38 წლის ანგიოქირურგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მუშაობდა.
გარდაცვლილის მეუღლემ ქალის დაკარგვის თაობაზე 27 აპრილს განაცხადა და მას შემდეგ პოლიციამ ძებნა გამოაცხადა.
„დადასტურებულია, რომ კიდევ 2 ქალბატონი არის კიდევ დაკავებული. ეს არის ექიმის შეცდომა. როგორც ჩვენ დავადგინეთ, წამლის ზედმეტი დოზა აქვს მიცემული, რომლითაც პაციენტმა უკვე ვერ გამოიღვიძა. რომ შემოაკვდათ გოგონა, შემდეგ ვიდეოთვალებმა აჩვენეს, რომ იმავე დღის ღამის 11:00 საათზე, იმავე დღეს 150 კილომეტრის დაშორებით ჰყავს გოგონა წაყვანილი ტყეში და ეს ადგილი იყო ამ ექიმის სოფელი. ინფორმაციით ვიცით, რომ გოგონა არის სანახევროდ დანაწევრებული. ჯერ ვერ ვმარხავთ, რომ შეიძლება ბევრი რამე გამოჩნდეს, ბევრი რამე ვლინდება“ - განაცხადა დიანა ბერიძის მამიდამ, ნარგიზა ბერიძემ.
მისივე თქმით, ექსპერტები მუშაობენ, შესაძლოა თუ არა ადგილი ჰქონდეს ორგანოების გაყიდვას.
დიანა ბერძიე საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






