იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომელიც სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე მედიისთვის რეგულაციების დაწესებას გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ეხმაურებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომლის შემოღებასაც დააპირებს პარლამენტი, აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი კონსტიტუციის ძირითად უფლებებთან:
"ნებისმიერი რეგულაცია, რომლის შემოღებასაც დააპირებს პარლამენტი, აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი კონსტიტუციის ძირითად უფლებებთან. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იცით რომ არც ეს უფლება არის აბსოლუტური. გამოხატვის თავისუფლებამ სხვისი პირადი ცხოვრების უფლება და მისი ღირსება არ უნდა შელახოს. როდესაც ფაქტების გავრცელებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა მოხდეს ცილისწამება, არ უნდა მოხდეს დანაშაულის დაბრალება და ფაქტების არასწორი გაშუქება ,"- განაცხადა მანანა კობახიძემ. მისივე თქმით, უნდა იყოს დაცული ბალანსი მედიის გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლის პირად უფლებას შორის.
უნდა იქცეს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძის ინიციატივა კანონად ამასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ერიდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა
"წინასწარ აზრის გამოხატვა ამ თემაზე საჭიროდ არ მმიმაჩნია, რადგან შეიძლება ეს ნორმა, თუკი დაწესდა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს. მე ვფიქრობ, რომ მედია თავის უფლებამოსილებას ასრულებას. მე მედიის მუშაობაში პრობლემას ვერ ვხედავ."- განაცხადა მერაბ ტურავამ.
შეგახსენებთ,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ მედიაში სასამართლო პროცესების და სამართლებრივი საკითხების დეტალური განხილვა არ უნდა ხდებოდეს დაამ კუთხის რეგულაციები უნდა დაწესდეს.
მასალის გამოყენების პირობები






