ასევე, თავად დეკანოზის წინააღმდეგობის მიუხედავად, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა და პროცესების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის სრული დაცვით და ამ მხრივ დეკანოზის ადვოკატების პრეტენზიები უსაფუძვლოა:
„თქვენ გახსოვთ ადვოკატთა ხმამაღალი განცხადებები ციანიდის ე.წ ჩადებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მანიპულაცია მოხდა. დღეს კიდევ ერთხელ დააყენეს მსგავსი შუამდგომლობა, მოსამართლემ დეტალურად მოისმინა ორივე მხარისგან არგუმენტები და კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ციანიდის ამოღება არის აბსოლუტურად კანონიერი საგამოძიებო მოქმედება.“- განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
„სასამართლო პროცესი რომ საჯარო არ იყო და დაიხურა ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ აირიდეს რომ საზოგადოებას ცოდნოდა ზუსტად რა მოხდა და რამდენად კანონის დარღვევით იყო მტკიცებულებები მოპოვებული, მოსამართლემ საჯაროდ განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლის ვარაუდით, გიორგი მამალაძის მიმართ მომავალში იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. თუ არსებობს მტკიცებულებები, ვარაუდი იყოს, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა ან არ ჩაიდინა. მომავალში როდესაც სასამართლო მტკიცებულებების არსებიტ განხილვას დაიწყებს, მერე გამოჩნდება რამდებნად საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად... ყველაფერს წინასწარ აანონსებენ“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
გახმაურებულ საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა 19 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






