პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული წამება - "სასამართლომ ხოფერია დაზარალებულად სცნო" - საია
სამართალი - 13:18, 03 May, 2017     6540
საია ირაკლი ხოფერიას შესახებ ინფორმაიას ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, ხოფერია სასამართლომ დაზარალებულად სცნო, საქმე ეხება სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული წამების ფაქტზე გამოძიებას, რომელიც 2017 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

"2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინებით, ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ირაკლი ხოფერიას სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული წამების ფაქტზე გამოძიება 2017 წლის მარტიდან მიმდინარეობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც ირაკლი ხოფერიას ინტერესებს იცავს, ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით განცხადებით თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორს მიმართა, რომელმაც მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საკითხზე წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა არც ზემდგომმა პროკურორმა. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების მიმდინარე ეტაპზე არ არსებობდა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის საფუძველი.

პროკურატურის მიერ მიღებული უარის შემდგომ, საია-მ 2017 წლის 21 აპრილს სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობა. სასამართლომ სრულად გაიზიარა საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, და მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სასამართლომ განმარტა, რომ დაცვის ეფექტური საშუალება გულისხმობს სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების წარმოებას დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით. ,,ამ ფონზე კი მომჩივანისათვის საგამოძიებო პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო ხელმისაწვდომობა სისხლის სამართლის საქმეზე გადის კონკრეტული სტატუსის მოპოვების შემდგომ. [...] მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია, რომ ირაკლი ხოფერიას მიმართ შესაძლოა განხორციელდა წამება, სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამშრომლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია არავის, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს რაიმე ხელშემშლელ გარემოებას ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობისათვის“. შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ ,,პროკურორმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობაზე, რითაც ფაქტობრივად პირს მოესპო საშუალება, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით“.

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება"- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42