საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, თუ დეკანოზ მამალაძეს ბრალი დაუდასტურდება, ლოგიკურად შესაძლებელი იქნება დასკვნა რომ ის ამ საქმეში მარტო არ იყო.
„მე ვერ დავარღვევ ვერავის უდანაშაულობის პრეზუმპციას. მამაო ჩვენთვის უცხო არაა და ეს არის დიდი დარტყმა ეკლესიისთვის. მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ თუ ის ბრალდება რაც არის მამაოს მიმართ და ეს ბრალდება დადასტურდება, მე საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება რომ მასთან ერთად მინიმუმ ერთი ან ორი პიროვნება აუცილებლად იყო.“- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
მისი თქმით, ე.წ ციანიდის ოპერაცია დაბალ დონეზე იყო დაგეგმილი და ამაში ეპისკოპოსების მონაწილეობის ნიშნები არ ჩანს, რადგან ეპისკოპოსებს საკმაო გავლენა აქვთ და მათ მამა გიორგის ჩარევა არ დაჭირდებოდა. „ეპისკოპოსი გერმანიაშიც შეძლებდა პირადი კავშირებით ვინმეს გამოძებნას“- აღნიშნა ქარჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






