მუქარა ოჯახის წევრებზე - რის აღიარებას მოითხოვდნენ ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძისგან
სამართალი - 16:00, 28 Apr, 2017     2128
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვა მიმდინარობს. დღეს სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის სტატუსით ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე დაკითხეს. ირაკლი გედენიძის თქმით, მას აქვს შთაბეჭდილება, რომ მისი და მისი მეუღლის დაკავება 2011 წელს, 26 მაისის აქციაზე გადაღებულ ფოტოებს უკავშირდება.

გედენიძის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი შვილების სიცოცხლით და ოჯახის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა და აიძულებდა ეღიარებინა გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდება.

"აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობის შეფარდების შემდეგ, წაგვიყვანეს გლდანის ციხეში, ე.წ. ფუქსებში. მოპირდაპირე კამერაში იყვნენ ზურა და გია. მერე შემოვიდა თანამშრომელი, შეგვამოწმეს და საკანში შეგვასახლეს. იქ დამხვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ბადგარმა უთხრა, ახალი თანამოსაკნე გყავს და გაარკვიეო. ამ ბიჭმა ფანჯრის გისოსზე მაჩვენა დაშლილი სამართებლები. ვკითხე, რაში მჭირდებოდა, მითხრა, იცოდე მაინცო. 2-3 დღის შემდეგ, ბადრაგმა გამიყვანა ადმინისტრაციულში. იქ დამხვდა პიროვნება და მკითხა ტუჩებზე სისხლი რატომ გაქვსო, დევნოზაშვილმა უთხრა, სიმწრით იკვნიტავსო. კითხვები დამისვეს, ვისთან გქონდა ურთიერთობა ულვაშებიანთანო. ამ კითხვის შემდეგ, დევნოზაშვილი მითხრა დამეწერა, რომ 2008 წლის ომში გადაღებულ ფოტოებს და ჯარის გადაადგილების გეგმებს ვითომ ქურციკიძეს ვაძლევდი. ამაზე უარი განვაცხადე, ძალიან ცუდად გავხდი და გადამიყვანეს საკანში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც აღიარებითი უკვე მიცემული მაქვს. საკანშიც ძალიან ცუდად ვიყავი და გადამიყვანეს საავადმყოფოში“- განაცხადა გედენიძემ.

გედენიძემ აღნიშნა, რომ ბრალდებული დავით დევნოზაშვილი 2011 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ხშირად ეკონტაქტებოდა და აკონტროლებდა. "რეზონანსის“ ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ ჩემთან ჩაწერა ინტერვიუ. მორიგი დაკავშირებისას, დავით დევნოზაშვილმა მითხრა, ხომ არ გაგიჟდი, ეგ ინტერვიუ არ უნდა გავიდესო. შემდეგ დავუკავშირდი ჟურნალისტს და ვთხოვე, არ გამოექვეყნებინა", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42