დავის შემთხვევაში, მოქალაქეს თავისუფალი არჩევანი აქვს: ისარგებლოს მედიაციის, მათ შორის სანოტარო მედიაციის მომსახურებით, თუ მიმართოს სასამართლოს და სადავო საკუთრების უფლება იქ დაიცვას.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, განხორციელებული მედიაცია სრულიად უფასოა. მოქალაქის თანხმობით, სადავოუძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაციას თავად უნიშნავს. დღეის მდგომარეობით, მედიაციით 180 –ზე მეტი კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწებისმარტივად დარეგისტრირება შეძლეს. საჯარო რეესტრს ამჟამად მოქალაქეებისთვის 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანა აქვს დანიშნული.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარეობს. უპრეცენდენტო რეფორმის მიზანი იმსირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. რეფორმის ფარგლებში,მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციისპროცედურა წახალისდა.
პროექტში ჩართული მედიატორი ნოტარიუსებისა და მედიატორების შესახებ მონაცემები იხ. აქ: http://napr.gov.ge/p/1467
მასალის გამოყენების პირობები






