ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა
სამართალი - 21:35, 21 Apr, 2017     1951
„მიდიოდა სახელმწიფოს მართვა კრიმინალური ხერხრებითა და მეთოდებით,“ - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამაჟამად აჭარის უმაღესი საბჭოს დეპუტატმა, ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით წაღების საქმეზე სასამართლო პროცესეცი მიმდინარეობს. ამასთან, ოქუაშვილმა 2014 წლის 19 თებერვლის მოვლენებზეც ისაუბრა, როცა „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმი შევიდა.


დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზაზა ოოქუაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ანხორციელებდნენ და სთხოვდნენ, რომ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წილები დაეთმო.

როგორც ოქუაშვილმა განაცხადა, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების შუამავლის როლს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ასრულებდა.

როგორც ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც წილის გადაფორმებაზე უარი განაცხადა, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც „იბერიას“ ლიცენზიის დათმობაზე, ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით, ვაჭრობა დაიწყო.

„ამხელა ტელევიზია გაჩერდა, რომელსაც 500 ჟურნალისტი ჰყავდა. ასევე, გაჩერდა ფირმა, რომელსაც ბიუჯეტში მილიარდნახევარი აქვს შეტანილი და ამის შესახებ სააკაშვილმა არაფერი იცოდა? კანონი ყველასთვის უზენაესი უნდა იყოს და კრიმინალზე პასუხი ნებისმიერმა თანამდებობის პირმა აგოს,“ - აღნიშნა ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით კი, ზაზა ოქუაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი წარმომადგენელი, ლევან აღდგომელაშვილი ზურაბ ადეიშვილის დავალებით, მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც ადეიშვილის მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე შეხვდა და კეტეგორიულად მოსთხოვა, რომ უპირობოდ დაეთმოთ ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზია 11 თვის განმავლობაში გაჩერებული „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის ამუშავების ნების მიცემს სანაცვლოდ.

ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით წაღების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 24 აპრილს, ზაზა ოქუაშვილის ჩვენების მიცემით განახლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42