უვადო პატიმრობა დედა-შვილის სასტიკი მკვლელობისთვის - საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 16:41, 21 Apr, 2017     2889
ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ სცნეს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში, ათი ხმით ორის წინააღმდეგ. სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.


სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სამსამართო განცხადებით ეხმაირება:

"ბრალდებულ გიორგი ხ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის; მასვე ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, მსჯავრდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, შემდგომ კი მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით, დედას და მის მცირეწლოვან შვილს, სხეულის სხვადასხვა არეში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად, ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. მან, კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42