რამიშვილს მაგალითად მოჰყავს მამალაძის სატელევიზიო განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მეუფე პეტრე ცაავა და ანდრია გვაზავა არცერთ დაჯგუფებას არ წარმოადგენდნენ.
"ირაკლი მამალაძის განცხადებებზე მე მაქვს ცალსახა შეფასება: რამდენიმე კვირის წინ ამ ადამიანმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ მეუფე პეტრე და ანდრია გვაზავა არავითარ დაჯგუფებაში არ შედიოდნენ, დღეს კი ვიღაცის დირექტივით ცვლის ინფორმაციებს.
ჩემთვის უცნობია, რა დაჯგუფებებზეა საუბარი. ვიცი ერთი, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ საპატრიარქოს"- აცხადევს ადვოკატი.
რაც შეეხება მამალაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც დაკავებულ დეკანოზს ადვოკატი მეუფე პეტრემ აუყვანა, მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მოწმეს ურჩევს დაასახელოს ამ ადვოკატის ვინაობა.
ე.წ. ციანიდის საქმის მთავრი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ მეუფე პეტრე და ანდრია გვაზავა ერთ დაჯგუფებას წარმოადგენენ.
მამალაძე ირწმუნება რომ ბრალდებულ დეკანოზსს ადვოკატი სწორედ მეუფე პეტრე ცაავამ დაუქირავა.
მასალის გამოყენების პირობები






