ელისო კილაძის შვილის გაყვანა საკნიდან - თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 20:19, 20 Apr, 2017     16537
თბილისის საქალაქო სასმართლო ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის ადვოკატებს პასუხობს.

როგორც "ნიუპოსტს" სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე, დავით ხ.-ს მიმართ.

"სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის დასკვნის საფუძველზე, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დავით ხ.-ს ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


წესისამებრ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, მოწვეულ იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან. ღია სასამართლო სხდომაზე დავით ხ.-ს განემარტა უფლებები, მათ შორის წარმომადგენლის დახმარების უფლების თაობაზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომა ექიმ-ნარკოლოგის პროცესზე მოწვევის მიზნით 2017 წლის 4 მაისს 13:00 საათისთვის გადაიდო, დავით ხ.-ს სრული შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს წარმომადგენლის/ადვოკატის დახმარებით"- აცხადებენ საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ცნობისთვის, ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ დავით ხარშილაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისე გაიყვანეს, რომ ამის შესახებ არც ერთი მისი უფლებადამცველი ინფორმირებული არ ყოფილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42