"მინდა, ჩემმა შვილებმა გაიგონ, რომ მათი მშობლები ჯაშუშები არ არიან" - სააპელაციოში "ფოტოგრაფების საქმის" განხილვა დაიწყო
სამართალი - 17:07, 20 Apr, 2017     2858
ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა ნათია გედენიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეს შაუამდგომლობით მიმართა, რომ საქმეზე პროკურატურის მიერ გამოძიებული ახალი მტკიცებულებები მიიღოს.

გედენიძე მტკიცებულებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

"ჩემთვის რთული იყო ამ ყველაფრის თავიდან მოსმენა როგორც დედისთვის. მინდა ჩემმა შვილებმა 5 წლის მერე მაინც გაიგონ, რომ მისი მშობლები არ არიან ჯაშუშები" - განაცხადა მან.

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა გიორგი აბდალაძემ კი აღნიშნა, რომ მათ "დიდი ჯოჯოხეთი და უსამართლობა გავიარეს იმ ფოტოები გამო რომელიც 26 მაისს გადავიღეს".

"იურისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ ასეთი მძიმე მუხლი ჩვენს კანონში არ არის. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე მუხლია, არ მინდა ასეთი დაღით ვიარო. მე ოჯახი მყავს, ნათესავები, შვილი მყავს. ჩენ ვითხოვთ რაბლიტაციას და დაურთეთ საქმეს პროკურატურას შუადგომლობა. მე შვილით მემუქრებოდნენ, მითხრეს თუ არ აღიარებ დანაშაულს შეიძლება შენი შვილი ქუჩაში ავარიაში მოჰყვეს.

ჩვენ ჟურნალისტებმა გადაგვარჩინეს, რეზონანსი მოჰყვა ამ საქმეს, გთხოვთ დააჩქარეთ ამ საქმის გამოძიება"-განახადა გიორგი აბდალაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ფოტოგრაფების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადახედვა დაიწყო.

პროკურატურა მათ მიმართ 6 წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელით შეცვლას ითხოვს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა ხელახალი გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორების დაკავება ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით მოხდა და მათზე ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42