სიდედრის და სიდედრის ნათესავების მკვლელობის მცდელობისთვის პირს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი - 12:20, 20 Apr, 2017     3807
სამი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ვ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 აგვისტოს ქ. საგარეჯოში, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევს ვ.ჯ.-ს მეუღლის დეიდაშვილთან თ.ბ.-სთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არსებული ვალის გამო ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. განაწყენებულმა ვ.ჯ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა იმავე დღეს, ღამის საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სახლში მყოფ სიდედრს, სიდედრის დას და მძინარე მდგომარეობაში მყოფ თ.ბ.-ს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე პირი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნენ გადაიყვანილი.

სამართალდამცველებმა ვ.ჯ. იმავე ღამეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42