ადვოკატი ამბობს, რომ მამა გიორგის დაკავების პროცესში პროკურატურის გარდა მონაწილეობდნენ სხვა ძალოვანი უწყები წარმომადგენლები. თუმცა დაკავების ოქმში სუს-ი ნახსენები არ არის.
გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ საქმის მტკიცებულებების მოპოვების პროცესში გამოძიებას ეხმარებოდა რამდნეიმე სასულიერო პირი, თუმცა კონკრეტულად ვინ - ამაზე ადვოკატი არ საუბრობს.
,,მე ვარ გადამოწმების პროცესში. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ვიდეო მტკიცებულებები დაკავების პროცესში, ამიტომ ვცდილობ, სხვა გზებით მოვიპოვო, ვინაიდან ჩემი ინფორმაცია მტკიცებულებებით გავამყარო. ჩვენი ინფორმაციით, მამა გიორგის ბარგში ციანიდი პროკურატურას არ ჩაუდევს. ციანიდი ჩადების პროცესში ჩვენ სასულიერო პირებს არ ვვარაუდობთ, არამედ უშუალოდ ამ პროცესში მიიღეს მონაწილეობა. რაც შეეხება ქორეპისკოპოსს, საინტერესოა, რომ მამა გიორგის ყოველ განცხადებას მეუფე იაკობის განცხადებები ემთხვევა“ - აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
შეგახსნებეთ, რომ რუსთავი 2-თან ექსკლუზიურად მიცემულ წერილობით ინტერვიუში, მამა გიორგი აცხადებს, რომ მან იცის ვის მიერ მოხდა ბარგში ციანიდის ჩადება. დეკანოზი ამბობს, რომ ეს არ მომხდარა პროკურატურის წარმომადგენლები მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები






