ელისო კილაძეს ეკა ბესელიასთვის 1500 ლარის გადახდა დაეკისრა- სასამართლოს გადაწყვეტილება
სამართალი - 20:16, 12 Apr, 2017     8297
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას სარჩელი მოპასუხე ელისო კილაძის მიმართ. მხარეებს შორის დავის საგანს გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქალაქო სასამართლო ავრცელებს
"სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის ინტერვიუების მიცემისას, ელისო კილაძემ ეკა ბესელიას მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, კერძოდ, პატიმრებისგან, მათ შორის - ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირებისგან, პოლიტპატიმრების სიაში შესაყვანად, ასევე მათი შეწყალებისთვის, გარკვეული გასამრჯელოს მიღების შესახებ. სხვა სადავო გამონათქვამები, სიტყვები, რაც იმავე პერიოდში რამდენიმე ტელეეთერის მეშვეობით გაავრცელა ელისო კილაძემ, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც მოპასუხის აზრი, შეხედულება და არა - როგორც ცილისმწამებლური განცხადება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე ელისო კილაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში - „კურიერი 3 საათზე“, ამ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება დაევალა. მასვე, ეკა ბესელიას სასარგებლოდ, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა დაეკისრა (ნაცვლად მოსარჩელის მიერ მითითებული - 20 500 ლარისა). გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში."- აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42