,,დედამ პოლიციას შვილის დაჭრის ფაქტი მეუღლის მოთხოვნით დაუმალა“ - მკვლელობა თბილისში
სამართალი - 18:27, 11 Apr, 2017     21672
ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი ვერსიები და დეტალები ხდება ცნობილი.


საუბარია 24 წლის მამაკაცის მკვლელობაზე, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით საკუთარმა მამამ მოკლა.

საპირისპიროს აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი, რომელიც ირწმუნება, რომ დაჭრილი მამაკაცი პოლიციას დაახლოებით ერთი საათი ჰყავდა მანქანაში.

მისი ვარაუდით, გარდაცვალება საავადმყოფოში დაგვიანებულ გადაყვანას უკავშირდება.

თბილისში 24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დეტალურ განცხადებას აკეთებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ფაქტი, რომ ახალგაზრდა მამამისის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ფეხის არეში დაიჭრა, პოლიციას გამოკითხულმა პირებმა დაუმალეს, დუმდა თავად დაჭრილიც.

„მიმდინარე წლის 10 აპრილს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნადიკვრის ქუჩაზე, მოქალაქემ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლები აღნიშნულ მისამართზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნოდარ შ. დააკავა, ხოლო დანაშაულის იარაღი - არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს გასროლილი მასრები და ნოდარ შ.-ს შვილის, მიხეილ შ.ს- კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც ძარაზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანების სამი კვალი.

საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოკითხულმა პირებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ნოდარ შ.-ს შვილთან - 1993 წელს დაბადებულ მიხეილ შ.-სთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოსა და ქუჩაში რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ხოლო ის ფაქტი, რომ მიხეილ შ. მამამისის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ფეხის არეში დაიჭრა, პოლიციას გამოკითხულმა პირებმა დაუმალეს. აღნიშნულის შესახებ დუმდა თავად დაჭრილიც, გარეგნულად კი მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალი ასევე არ დაფიქსირდა.

როგორც მიხეილ შ.-ს მეუღლემ, 1997 წელს დაბადებულმა მარიამ ტ.-მ მოგვიანებით პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, დაჭრის ფაქტი მან თავდაპირველად პოლიციას მეუღლის კატეგორიული მოთხოვნით დაუმალა. თუმცა, მიუხედავად მიხეილ შ.-ს გაფრთხილებისა, როდესაც მან შენიშნა, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა, პოლიციას სიმართლე გაუმხილა და დახმარება ითხოვა.

აღნიშნულის შემდეგ, სამართლდამცველებმა, ოპერატიული რეგირებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მიხეილ შ. დაუყოვნებლივ ჩასვეს ავტომანქანაში და უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს.

მიუხედავად გატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა, მიხეილ შ. საავადმყოფოში მიყვანიდან, დაახლოებით, ერთ საათში გარდაიცვალა. მიხეილ შ.-ს გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 11-108-ე მუხლებით)“- აცხადებენ შსს-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42