თერჯოლაში მომხდარი ყაჩაღობისთვის სამი პირი დააკავეს
სამართალი - 10:27, 08 Apr, 2017     14254

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 1976 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 1981 წელს დაბადებული, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული დ.კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 მარტს ნიღბიანი ბრალდებულები თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტითა და ცივი იარაღით ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ.ბ.-ს ოჯახს, საიდანაც ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაიტაცეს ფოტოაპარატი, ე.წ. პლეიერი, კომპიუტერული თამაშების მოწყობილობა - ე.წ. ფლეი სთეიშენი, ოქროს სამკაულები, 500 ლარი, საბანკო პლასტიკური ბარათები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ტყიბულსა და წყალტუბოში დააკავეს. პოლიციამ, დ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ყაჩაღობისას გატაცებული ე.წ. პლეიერი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას - ნაყაჩაღარი ფოტოაპარატი, ე.წ. ფლეი სთეიშენი, გატაცებული ოქროს სამკაულების გადადნობის შედეგად დამზადებული ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი ნივთმტკიცებად ამოიღო. გ.ზ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებელი ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და გატაცებული საკრედიტო ბარათი, კ.მ.-ს საცხოვრებელ სახლიდან კი ამოღებული იქნა უნომრო პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და სამი საბრძოლო ვაზნით.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42