რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინების თაობაზე კომენტარს აკეთებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, მისი განცხადებით, ამ განჩინებით დადასტურდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების რეალური მტკიცებულება არ ჰქონდა.
„ამ საქმეს არაფერი ჰქონდა საერთო სამართლებრივ რეგულაციებთან და ეს დადასტურდა დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვინაიდან ჩვენ დავინახეთ, რომ არანაირი მტკიცებულება რეალური, რასაც სასამართლო დაეყრდნო, არ არსებობდა.
"სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ვფიქრობ, დასაბუთების გარეშე. მინიმუმ ორი მუხლი, კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კონვენციის მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლების უფლება, რუსთავი 2-თან მიმართებაში კი არ დაირღვა, დაინგრა და განადგურდა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






