„ყველა კითხვაზე პასუხი არის განჩინებაში, რომელიც მხარეებს დღეს ჩაბარდებათ“ - ნინო გვენეტაძე რუსთავი 2-ის საქმეზე
სამართალი - 15:14, 04 Apr, 2017     2004

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა იწურება და როგორც სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, დოკუმენტი მხარეებს დღეს, დღის ბოლომდე ჩაბარდება.

ნინო გვენეტაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებაში არის პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას და მხარეებს გაუჩნდათ. სასამართლოს თავმჯდომარემ, დიდი პალატის დაკომპლექტების საკითხზეც ისაუბრა, მაგრამ დეტალები არ განმარტა.

„ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ ან საზოგადოებას გაუჩნდა, არის გადაწყვეტილებაში და იმ განჩინებაში, რომელიც დღეს იქნება მხარეებისათვის ჩაბარებული. სასამართლო ხელისუფლება იცავს იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც არა მხოლოდ ეთიკური პრინციპია, არამედ საკანონმდებლო მოთხოვნაა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არ ყოფილიყო კომენტარი გაკეთებული.

რაც შეეხება კითხვას დიდი პალატის ფორმირებასთან დაკავშირებით, ის, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიეწოდათ მხარეებს და გავრცელდა სასამართლოს ვებგვერდზე“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42