გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მტავარი რედაქტორი თბილისის პროკურატურას დრეს ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს. საუბარია მისი შვილის დაკავების მომენტში სამართალდამცავთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.
ელისო კილაძის განცხადებით, წარდგენილი დოკუმენტები გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმარება:
„დაკავებისას პოლიციელები წერდნენ, რომ დაკავებისას ჩემი შვილის მიმართ გამოიყენეს პროპორციული ძალა და მას დაზიანებები არ ჰქონდა, კაპეზეში შეყვანისას დეტალურად აღნიშნულია ყველა ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა. ჩემმა შვილმა უკვე მისცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება გამოძიებას. მე მივდივარ ქალაქის პროკურატურაში, გამოძიებას მნიშვნელოვან მასალებს გადავცემ, რომელიც დაეხმარება დამნაშავის დადგენაში. ეს ეხება დაკავების მომენტს და იმ დღეს, იმ მომენტს როდესაც ჩემი შვილის დაკავება განხორციელდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






