ადვოკატი საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებმის მიზნით, პროკურატურასაც მიმართავს.
“შოთა პაკელიანი მზადაა პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმ სამართალდამცავებზე, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ“- აცხადებს ადვოკატი.
პაკელიანი 23 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებით უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
უფლებამოსილების გადამეტების მუხლით საქმე ქალაქის პროკურატურაში
333-ე მუხლით არის აღძრული, რაც უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. ადვოკატების მტკიცებით, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულს ისანი-სამგორის პოლიციის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები, დაკავების შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ.
შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პაკელიანზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
მასალის გამოყენების პირობები






