რჩეულიშვილების ადვოკატები საპროცესო შეთანხმებას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ საგამოძიებო უწყება მსჯავრდებულის ყველა ქონებაზე ყადაღას მოხსნის. პროკურატურამ მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ შესთავაზა დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმება იმ პირობით, თუ 6200 მენაშენეს აუნაზღაურდებათ ზარალი.
„ცენტრ პოინტის“ საქმე - რჩეულიშვილების ადვოკატები საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმების პირობებზე საუბრობენ. მათი თქმით, შეთანხმებას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ საგამოძიებო უწყება მსჯავრდებულის ყველა ქონებაზე ყადაღას მოხსნის. პროკურატურამ მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ შესთავაზა დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმება იმ პირობით, თუ 6200 მენაშენეს აუნაზღაურდებათ ზარალი.
„ყადაღა რეალურად მოეხსნა მხოლოდ ერთადერთ ქონებას, ეს არის მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო დაგირავებული... ის გაიყიდება აუქციონზე და შემოსული თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. მას არანაირი კავშირი დაზარალებულებთან არა აქვს. ამიტომ, ნათელი რომ მოვფინოთ ამ გაუგებრობას, სხვა დანარჩენი ქონება ჩვეულებრივად რჩება ისევე დაყადაღებული,“ - განაცხადა მარინე ცუცქირიძემ.
ადვოკატის აცხადებს, რომ მის დაცვის მხარეს ინვესტორები უკვე მოძიებული ჰყავს:
„როდესაც დარწმუნდებიან, რომ ეს თანხები ნამდვილად იხარჯება მიზნობრივად და ხდება ობიექტების დასრულება, მერე ეტაპობრივად მოხსნან ყადაღა, თორემ ერთიანად, ერთ დღეს რომ გათავისუფლდეს ყველა ქონება ყადაღისგან, ეს მოთხოვნა არ გვაქვს. გარდა ამისა, გვყავს უკვე მოძიებული რამდენიმე ძალიან კარგი ინვესტორი. ამიტომ თუ სახელმწიფო ითანამშრომლებს და პროკურატურა მართლა გადადგამს ნაბიჯებს, ეს პრობლემა ძალიან მალე დასრულდება,“ - აცხადებს მარინე ცუცქირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






