შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, ქურდობის 418-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს, შსს-ს მიერ რეგისტრირებული იყო ქურდობის 9 228 შემთხვევა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 9 646-ია.
მღებრიშვილის უწყება ოჯახური ძალადობის შემთხვევების სტატისტიკასაც აქვეყნებს. მაჩვენებელი აქაც გაზრდილია. კერძოდ, 2015 წელს ოჯახური ძალადობის 963, ხოლო 2016 წელს 1 356 შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების ფაქტების ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, აღნიშნული კატეგორიის 2 112, 2016 წელს კი - 2 473 შემთხვევა დაფიქსირდა.
კიბერდანაშაულის მაჩვენებელი - 2015 წელს - 240, 2016 – 500 შემთხვევა დაფიქსირდა.
ცივი იარაღის ტარების შემთხვევათა რაოდენობას რაც შეეხება - 2015 წელს - 159, 2016 წელს - 216.
2016 წელს მკვლელობის 3-ით მეტი ფაქტი დაფიქსირდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს - 367 ყაჩაღური ფაქტი მოხდა, ხოლო 2016 წელს - 267 შემთხვევა;
ძარცვა - 2015 წელს 437, 2016 წელს - 367;
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება - 2015 წელს - 312, 2016 წელს - 250 შემთხვევა; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება - 2015 წელს - 1 604, 2016 წელს - 1 528;
ხულიგნობა - 2015 წელს - 132, 2016 წელს - 99.
მკვლელობის მცდელობა - 2015 წელს - 124, 2016 წელს - 87 შემთხვევა.
უწყების ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები






