23 მარტს დაკავებული შოთა პაკელიანის ადვოკატები პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალაუფლების გადამეტების გამოძიებას პროკურატურისგან მოითხოვენ.
შოთა პაკელიანის ადვოკატმა, მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა, გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ის დაზიანებები, რომელიც შოთა პაკელიანს სახეზე აღენიშნება წარმოუდგენელია მიყენებული იყოს დაცემისგან".
"ის არის წამების მსხვერპლი, შეგვიძლია ეს მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დავასაბუთოთ, ვინაიდან სწორედ ცემის ფონზე სთხოვდნენ აღიარებს,“ - განაცხადა ადვოლატმა.
ასევე შოთა პაკელიანის კიდევ ერთი ადვოკატი ზურაბ თოდუა კი აცხადებს, რომ პროკურორი სამართალდამცველებს მფარველობს.
“მან ნამდვილად იპოვა ეს ნივთიერება სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინტერესდა თუ რა იყოს ეს და რამდენიმე წუთში, ძალიან საინტერესო ვითარებაში, აღმოჩდნენ იქ პოლიციის თანამშრომლები. ამ პოლიციელების დანახვაზე, გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, გაირბინა დაახლოები150-200 მეტრი, რის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, პოლიციელების ჩარევის გარეშე ფეხი წამოჰკრა რაღაც საგანს, წაიქცა და წაქცევისას თავზე დაადგნენ ეს პოლიციელები და დააკავეს ადგილზე. პროკურორი არის არა თუ პროკურორია, ზედამხედველი ამ საქმეზე, არამედ მფარველობს ამ დამნაშავეებს. ზურაბ სიყმაშვილი გახლავთ მისი სახელი და გვარი, ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურის განყოფილების უფროსი,“ - აღნიშნა თოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






