რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატი მარინე ცუცქირიძე აცხადებს, რომ მისთვის ეჭვს ბადებს ის გარემოება, თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ ახლა საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე, რადგან მისი თქმით, რჩეულიშვილები სამი წლის განმავლობაში ითხოვდნენ ქონებაზე ყადაღის მოხსნას, რის შემდეგაც მოხდებოდა ქონების რეალიზაცია და დაზარალებულების დაკმაყოფილება.
„საინტერესოა და ეჭვს ბადებს, დღეს რატომ ალაპარაკდა პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე, როდესაც სამი წელია ვიხვეწებით, მაია რჩეულიშვილიც კი ვიხვეწებოდით, ქონებაზე ყადაღა მოეხსნათ, რათა მომხდარიყო მისი რეალიზაცია და ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება, პროკურატურას ამის გაგონებაც არ უნდოდა. დიდი სიამოვნებით გავაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, თუ გვეცოდინება, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება, ქონებას ბიუჯეტში არ შეიტანენ და ორივე მხარე იქნება კმაყოფილი,“- აღნიშნა ადვოკატმა.
რჩეულიშვილების დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
მასალის გამოყენების პირობები






